დილის ლოცვანი დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ. სამწმიდაობის ტროპარნი
აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეყდეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). და ლოცვა სამებისადმი
ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა; ფსალმუნი 50
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ. ლოცვა დიდისა მაკარისა
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიხსენ მე განსაცდელისაგან და იყავნ ჩვენს შორის ნება შენი, რათა დაუსჯელად აღვარო პირი ჩემი არაღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნო-იყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა. ლოცვა ბასილი დიდისა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათლო თვალთ-შეუდგამო, რომელი მოიაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძრედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო
წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და როდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ. კონდაკი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ზესთამბძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი. მოკითხვა მთავარანგელოსისა მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ლოცვით მოწოდება წმიდანისა, რომლის სახელიცა გვაქვს
ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის. ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა. ლოცვა ცოცხალთათვის
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოისხენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)
აცოხვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყურდოებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი ჩენი და არავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოისხენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობითა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია) ლოცვა გარდაცვალებულთათვის.
მოიხსენე, უფალო, სული გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. (3-გზის და მეტანია)
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ. ----------
* აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის)
ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ "წმიდაო ღმერთო"-თი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ძილად მისვლის ლოცვანი დასაწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ. ტროპარნი
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). ლოცვა 1, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი
ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყვით და გულისხმის-ყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი გული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიოდბით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოისა გულსთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა 2, უფლისა იესუ ქრისტესი
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე,ამინ. ლოცვა 3, სულისა წმიდისადმი
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა 4
უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა 5, წმიდისა ანგელოსისა მიმართ
წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, როდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლდაწმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ. კონდაკი ღვთისმშობელისა
ზესთამბძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო და სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრთხესა მრავალსა ვვალ, მიხსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყვარემან.
აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად დიდებული დედაო ღვთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის. ლოცვა 6, პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისადმი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ, და, ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ. ლოცვა სათქმელი ცალკე
გვიხსენ, გვილხინე და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი გულის-სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისხმის-ყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან. ლოცვა
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვერებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველგარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ. ლოცვა ძილად დაწოლისა სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო
ყოველსა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო, ყოველთა არსთა შექმნილთა უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი, აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ, და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი, მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთ
|