მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ორშაბათი
2024-07-01
3:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
ენა, მამული, სარწმუნოება!

საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგეწონათ საიტი?
სულ პასუხი: 82

მამა გაბრიელი

 ეს უნდა იცოდეთ 
მთავარი » 2009 » ივლისი » 7 » შემოქმედის ეპარქია
შემოქმედის ეპარქია
4:26 PM
შემოქმედის ეპარქია

შემოქმედის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა გურიაში მდებარეობს. ეპარქია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები; ჩრდილოეთიდან ფოთისა და სენაკის, ჭყონდიდის, ხონის; სამხრეთიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიები; დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს ზღვისპირა მხარეში და „ფაზისის იბერებში“ მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მოღვაწეობას უკავშირდება. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურაც გაქრისტიანდა. VI-VIII სს ამ მხარეში ბიზანტიელთა მმართველობის დროს ბერძნულენოვანი მსხვილი საეკლესიო ერთეული - ლაზიკის სამიტროპოლიტო იყო დაფუძნებული, რომელსაც გურიის გარკვეული ნაწილი ექვემდებარებოდა, ხოლო დანარჩენი გურია-მცხეთის საყდრის შემადგენლობაში ითვლებოდა. საქართველოს ერთიან საეკლესიო ორგანიზაციაში გურიის გაერთიანება ქვეყნის სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. XI ს-დან გურია ქუთაისის ეპარქიაში შედიოდა. XV ს-ის შუახანებისათვის ქვეყნის პილიტიკური მთლიანობის დაშლის პარალელურად, იმერეთის სამეფოს გურიის სამთავრო გამოეყო და აქ ერთიმეორის მიყოლებით წარმოიშვა გურიის სამი სამღვდელმთავრო კათედრა: შემოქმედის, ჯუმათისა და ნინოწმინდის. მათგან შემოქმედელი მღვდელმთავარი გურიის სამთავროში უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. XVI ს-დან II ნახევრიდან გურიის სამთავრო ოსმალთა გავლენის სფეროში მოექცა.

XIX ს. დასაწყისიდან საქართველოში რუსეთის შემოსვლისა და 1814 წელს, იმერეთის საკათალიკოსოს გაუქმებიდან 1827 წლამდე გურიის ეკლესიის საქმეებს დამოუკიდებლად განაგებდა გურიის ერისთავთა სახლის წევრი ნიკოლოზ ჯუმათელი. 1844 წ. 1 აპრილს გურიაში დაწესდა გურიის ეპარქიის სამღვდელმთავრო კათედრა, რომელიც 1885 წ. გაერთიანდა ოდიშთან და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა გურიაც. 1995 წ. 5 აპრილს კი შემოქმედის ეპარქია გამოეყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას, რომელსაც იმავე წლის 7 აპრილიდან ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპოლიტი) იოსებ კიკვაძე.


ნანახია: 1430 | დაამატა: anuuushkebi | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა

ძებნა

საათი & კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები