მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
კვირა
2024-09-29
4:39 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
ენა, მამული, სარწმუნოება!
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
წესები
anuuushkebiთარიღი: სამშაბათი, 2009-07-07, 0:58 AM | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გამორთული
ჩვენი ეროვნულ მართლმადიდებლური საიტის წესები

მუხლი1. ჩვენი ფორუმი
ა)ეს ფორუმი შედის www.anuuushki.ucoz.com სრულ შემადგენლობაში და იგი არის ეროვნულ მართლმადიდებლური ფორუმი, სადაც შესაძლებელია როგორც მართლმადიდებლური თემების, ასევე საერო თემების გარშემო საუბარი. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვემოთ მოცემულ მუხლება და მათ ქვემუხლებს.

მუხლი2. დარეგისტრირება
ა)დარეგისტრირება შეუძლიათ ყველა მსურველს, თუ პატივს ცემენ მართლმადიდებლობას და თანახმა არიან იმოქმედონ ფორუმის წესების ფარგლებში.
ბ)მეტსახელად შეიძლება არჩეულ იქნას სახელი გარდა:
1.ყოვლადწმიდა სამების სახელისა.
2.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეპითეტისა.
3.წმინდანის სახილის, თუ კი ეს სახელი პირდაპირ მიუთითებს წმინდანის პიროვნებაზე.
4.სასულიერო იერარქიის საეხელებისა, თუ კი იგი არ არის ამ წოდების სინამდვილეში მატარებელი.
5.შეურაცხმყოფელი: მართლმადიდებლობისა, რომელიმე პიროვნებისა.
6.ისეთი სახელისა სადაც გამოყენებულია ბილწი სიტყვა თუ სიტყვათშეთანხმება.
გ)თუ კი იმ დარეგისტრირებლუის მეტსახელი, რომელიც არ ჯდება დარეგისტრირების ქვემუხლების ჭრილში, მაშინ ადმინისტრატორს აქვს უფლება გააუქმოს ასეთი მეტსახელის მქონე პიროვნების ანგარიში.

მუხლი3. ავატარი
ა)ავატარდ შეიძლება ფორუმელმა იქონიოს სურათი გარდა:
1.მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელი.
2.ბილწი სურათისა. ადმინის ან მოდერის შეხედულებით თუ ცოტა მაინც ეტყობა არა მართლმადიდებლური გარემოება სურათს, გაეგზავნება თხოვნა ესეთი ავატარის მქონე ფორუმელს რათა შეცვლილ იქნეს, თან შეუჩერდეს პოსტვის უფლება და მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში წაიშალოს მისი ანგარიში.

მუხლი4. პოსტი
ა)პოსტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორუმის წესებს.
ბ)პოსტი უნდა ეწეროს ქართულად და აზრობრივად გამართულად.( თუ ქართულად ვერ წერთ მაშინ ნახეთ ეს გვერდი ნახვა.
გ)პოსტის შინაარსი არ უნდა გაცდეს თემის შინაარს.
დ)დაუშვებელია ლაქლაქი (ე. წ ჩეთი).
ე)დაუშვებელია:შეურაცხოფა, მიზანმიმართული გადაკიდება, განკითხვა და ცილისწამება.
ვ)დაუშვებელია პოსტში სხვა საიტის აშკარა რეკლამირება. ასეთი პოსტი წაიშლება.

მუხლი5. თემის გახსნა
ა)თემის გახსნისთვის აუცილებელია:
1.თემას ქონდეს სათაური რომელიც არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს და.
2.ქვესათაურის ქონა დამოკიდებულია სურვილზე.
3.თემის სათაური უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარს.
ბ)თემის გახსნისას ფორუმელმა უნდა დაწეროს შესაბამისი ტექსტი, ანუ მარტო თემისთვის კაი სახელის შერჩევა არ არის საკმარისი_ თუ იხსნება თემა, მაშინ პირველივე პოსტში უნდა დაიწეროს შესაბამისი ტექსტი.
4.სტუმრის მიერ შექმნილი თემა წაიშლება!;

მუხლი6. საავტორო უფლებები
ა)რომელიმე ფორუმელი თუ გადმოწერს(სრულად-სახე შეუცვლელად) სხვა საიტიდან სტატიას __ მაშინ ბოლოში უნდა დაიწეროს თუ რომელი საიტიდან გადმოიწერა.
ბ)აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალასის განთავსებისას ფორუმელი არ არი ვალდებული მიაწეროს თუ საიდან გადმოწერა, ხოლო თუ ეს მასალა რომელიმე საიტისთვის არის გაკეთებული და მასზე საავტორო უფლებებია მითითებული აშკარად, მაშინ ასეთი მასალა ან არ უნდა დაიდოს ან უნდა მოხდეს შეთანხმება მის ავტორთან. ხოლო რაც შეეხება ისეთი მასალის დადებას ,რომელზეც საავტორო უფლებები არ არის განსაზღვრული თვითონ შემქმნელის მიერ__ მაშინ არ არის საჭირო იმის მითითება თუ საიდან იქნა გადმოწერილი.
გ)ყოველგვარი საჩივრები განიხილება ადმინისტრატორთან ან არსებული განყოფილების მოდერატორთან pm_ში(პირად მიმოწერაში) და არა საზოგადოდ ფორუმზე თემისა თუ პოსტების სახით.

 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები